ახალი ამბები

ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გადადგომას მოითხოვს

ახლადდანიშნულმა ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა 23 სექტემბერს განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭომ დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვალერი ხრუსტალი.


მისი განცხადებით, ვალერი ხრუსტალმა, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, უკანონო გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როცა 24 თვით წინასწარ პატიმრობაში მყოფი ზაზა ცეცხლაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. სოზარ სუბარის თქმით, უკანონო პატიმრობების კიდევ მრავალი ფაქტი არსებობს.       

მსგავსი/Related

Back to top button