ახალი ამბები

სუუამის საპარლამენტო ასამბლეა იქმნება

სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები უკრაინის დედაქალაქ კიევში იკრიბებიან, სადაც ხელს მოაწერენ დეკლარაციას სუუამის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე.


უზბეკეთის წარმომადგენელი შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებს.


“ეს ინიციატივა რამდენიმე წლის დაგვიანებით მაინც განხორციელდება. მინდა განვაცხადო, რომ სუუამის ორგანიზაცია არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს ურთიერთობების განმტკიცებას წევრ ქვეყნებს შორის და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედს“ 23 სექტემბერს, კიევში გამგზავრებამდე.


სუუამი 1997 წელს შეიქმნა, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირი, რომლის მიზანიცაა წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება. უზბეკეთი ორგანიზაციას მოგვიანებით, 1999 წელს შეუერთდა.      

Back to top button