ახალი ამბები

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 21 სექტემბერს თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესია მიმდინარეობს. 


“ჩვენ შევთანხმდით, რომ პირდაპირი კონტაქტები დავამყაროთ და არ ვისაუბროთ ერთმანეთთან [ორივე ქვეყნის] სამინისტროების მიერ გავრცელებული განცხადებებით. მე იგი ოქტომბერში საქართველოში მოვიწვიე, როცა თბილისში რუსული კულტურის დღეები აღინიშნება“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


მისი თქმით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც ასევე იმყოფება ნიუ-იორკში, თავის რუს კოლეგასთან იგორ ივანოვთან გამართავს შეხვედრას.

მსგავსი/Related

Back to top button