
ახალი ამბები
თბილისს ახალი პროკურორი ჰყავს
თბილისის პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა თანამდებობა დატოვა. 20 სექტემბრიდან იგი გენერალურ პროკურატურაში ერთ-ერთ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
დღესვე გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ სპეციალურ ბრიფინგზე თბილისის პროკურორის თანამდებობაზე გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა, რომელიც ამ დრომდე გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა.
ვალერი გრიგალაშვილი თბილისის პროკურორად რვა თვის წინ დაინიშნა.