
ახალი ამბები
ზურაბ ჟვანია აზერბაიჯანს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 20 სექტემბერს ბაქოში გაემგზავრა, სადაც ე.წ. “‘საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერის 10 წლის იუბილეს დაესწრება. კონტრაქტი საქართველოსა და თურქეთის გავლით აზერბაიჯანული ნავთობის დასავლეთის ბაზარზე ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის თაობაზე აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ნავთობსადენი 2005 წლიდან შევა ექსპლუატაციაში.