skip to content
ახალი ამბები

ქართველი და რუსი მესაზღვრეეები საზღვარს ერთობლივად გააკონტროლებენ

საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებების სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც 18 სექტემბერს ზემო ლარსში გაიმართა, მხარეები თანამშრომლობაზე და ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
 
საზღვრის გამკაცრებული კონტროლი ჩეჩენი მებრძოლების მიერ საზღვრის შესაძლო გადაკვეთის შესახებ გავრცლებეულმა ინფორმაციამ განაპირობა.
 
“საზღვრის გაკონტროლება შესაძლოა ვერტმფრენებითაც განხორციელდეს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ლონდარიძემ.
 
მისი ინფორმაციით, ოქტომბრის პირველ დეკადაში ასევე იგეგმება მესაზღვრეთა სამუშაო შეხვედრა, სადაც დეტალურად განიხილება ქართველი და რუსი მესაზღვრეების თანამშრომლობის საკითხები.

Back to top button