skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს

პრეზიდენტი სააკაშვილი 19 სექტემბერს ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.


სავარაუდოდ, პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე, ასევე  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილებს ყურადღებას.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თან ახლავს პრეზიდენტს, მონაწილეობას მიიღებს სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.  

Back to top button