
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში სროლები დაფიქსირდა
ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ ოსურმა მხარემ 18-19 სექტემბრის ღამეს ქართულ სოფელ თამარაშენს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ქართული მედიის ცნობით, სროლის დროს ყუმბართმტყორცნები იქნა გამოყენებული. შედეგად, სოფელში რამდენიმე შენობა დაზიანდა.
თუმცა, სამხრეთ ოსური მხარე ინფორმაციას უარყოფს და ქართულ მხარეს ცხინვალის მახლობლად ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
ეს სროლების პირველი შემთხვევაა კონფლიქტის ზონაში, მას შემდეგ, რაც რეგიონი ქართველმა არა-სამშვიდობო შენაერთებმა დატოვეს.