skip to content
ახალი ამბები

რუსეთი საქართველოსთან საზღვარზე კონტროლს აძლიერებს

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ კრემლის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის ვერტმფრენებმა საქართველოსთან საზღვრის გასწვრივ პატრულირება დაიწყეს. 


“რუსეთმა გააძლიერა კონტროლი თავის საზღვარზე საქართველოსთან და აზერბაიჯანთან. ეს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში ხორციელდება“, აცხადებენ კრემლში.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავდა პოზიტიურ ტენდენციას ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი ნაბიჯების გააქტიურების კუთხით, “თუმცა, საქართველოში კონფლიქტების გამწვავებასთან ერთად, ეს საქმიანობაც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი“.


17 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა განაცხადა, რომ “საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტები კვლავ რჩებიან“.

Back to top button