
ახალი ამბები
მოსკოვში ევროკავშირის სამხრეთ კავკასიური პოლიტიკით ინტერესდებიან
დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ჰეიკი ტალვიტიესთან გამართა შეხვედრა. ამის შესახებ ცნობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის დროს განიხილებოდა სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია, კერძოდ კი ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური და ყარაბახის კონფლიქტების დარეგულირების საკითხები.
“შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობა”, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.