skip to content
ახალი ამბები

დსთ-ს სამშვიდობო ძალებს აფხაზეთში ახალი სარდალი ჰყავს

15-16 სექტემბერს ასტანაში გამართულ დსთ-ს სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების ახალი სარდლის გენერალ-მაიორ ვიქტორ ვოლოშინის დანიშვნის თაობაზე.


ქართული მედიის ცნობით, სამშვიდობო ძალების უკვე ყოფილ სარდალს გენერალ-მაიორ ალექსანდრე ევტეევს როტაციის 2 წლიანი ვადა ამოეწურა.


ცოტა ხნის წინ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი შეიცვალა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაშიც. გენერალი სვიატოსლავ ნაბზდოროვი მარატ კულახმეტოვმა ჩაანაცვლა.

Back to top button