skip to content
ახალი ამბები

გაეროში საქართველოს საწევრო შენატანი გადახდილია

გაეროში საქართველო ხმის უფლებას მოკლე ხანში შესაბამის კომიტეტებში აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ აღიდგენს. ხმის უფლება საქართველოს 2004 წლის 30 ივნისს ჩამოერთვა ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.


თუმცა 7 სექტემბრისათვის საქართველოს მთავრობამ 2004 წლის საწევრო შენატანი გადაიხადა. გაეროს ბიუჯეტის მიმართ საქართველოს ფინანსური დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის მიზნით, შემუშავებულ იქნა დავალიანების რესტრუქტურიზაციის ათწლიანი გრაფიკი, რომლის თანახმად, საქართველომ ყოველწლიურად (2004-2013 წ.წ.) გაეროს ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს 766 299 აშშ დოლარი.


საქართველოსთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ნიო-იორკში დაგეგმილ შეხვედრაზეც განიხილება.


18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე დასასწრებად აშშ-ში გაემგზავრება.


 


 

Back to top button