
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში გატაცებული ქართველები გაათავისუფლეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 17 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან გატაცებული ყველა ქართველი მოქალაქე გათავისუფლებულია.
ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 17 სექტემბერს კონფლიქტის ზონიდან 16 ქართველი გაიტაცა, თუმცა 8 მათგანმა გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით, დარჩენილი 8 ქართველიც დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, თუმცა, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა მათგანი სასტიკადაა ნაცემი.
ე.წ სამხრეთ ოსეთის მხარეს ინციდენტის თაობაზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.