ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთი ქართულ ავიაციას საჰაერო სივრცეს აღარ ჩაუკეტავს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 17 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი აღარ ჩაუკეტავს საქართველოს ავიაკომპანიებს თავის საჰაერო სივრცეს.


თვის დასაწყისში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტს აცნობა, რომ რუსეთი 1 ოქტომბრიდან თავის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას აპირებდა ქართული ავიაციისთვის. ამის მიზეზად იგი ქართული ავიაკომპანიების 3,6 მილიონი დოლარის დავალიანებას ასახელებდა.


“რუსეთი აღარ ჩაგვიკეტავს საჰაერო სივრცეს. ასევე იმედი გვაქვს, რომ მალე რუსეთი გახსნის თავის საზღვრებს საქართველოსთან. საზღვრების ჩაკეტვა არა მარტო ჩვენ გვიქმნის პრობლემებს, არამედ ჩვენს მეზობლებსაც“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საგზაო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის სექტემბრის დასაწყისში მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა საქართველოსთან საზღვარი ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჩაკეტა. 

Back to top button