ახალი ამბები

სოხუმი თბილისთან მოლაპარაკებების აღდგენის სანაცვლოდ პირობებს აყენებს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ასტამურ ტარბასა და საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰაიდი ტალიავინის 14 სექტემბრის შეხვედრაზე ქართულ-აფხაზური დიალოგის აღდგენის საკითხი განიხილეს.
 
სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებაზე აფხაზურმა მხარემ ივლისში მას შემდეგ თქვა უარი, რაც  ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ მცურავი თურქული გემი დააკავეს. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მესაზღვრეებს ქმედება მოუწონა და მომავალშიც მსგავსი ნაბიჯებისკენ მოუწოდა.
 
აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლების ქმედებას სამშვიდობო პროცესის დარღვევად აფასებს და მიმართავს გაეროს გენერალურ მდივანს, გაეროს წევრ ქვეყნებს, რუსეთის ფედერაციას, რათა აღიკვეთოს ქართული მხარის მსგავსი პროვოკაციები.


გაეროს მხრიდან ამ ფაქტის დაგმობის შემთხვევაში, დე ფაქტო ხელისუფლება მოლაპარაკებების განახლებას არ გამორიცხავს. 

ჰაიდი ტალიავინის განცხადებით, გაეროს ოფიციალური პოზიცია გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ მოხსენებაში დაფიქსირდება, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება.



 

მსგავსი/Related

Back to top button