ახალი ამბები

ცხინვალი ეუთო-ს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი 13 სექტემბერს საქართველოში ეუთო-ს  მისიის ხელმძღვანელს როი რივის შეხვდა.

შეხვედრაზე ოსურმა მხარემ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ეუთოს ინიციატივასთან დაკავშირებით გაიზარდოს კონფლიქტის ზონაში მომუშავე ორგანიზაციის დამკვირვებელთა რიცხვი ოცამდე.
 
მურად ჯიოევის თქმით, აუცილებელია კონფლიქტის ზონაში ეუთო-ს დამკვირვებლების ოპერატიული და ობიექტური მუშაობა.  ამჟამად კონფლიქტის ზონაში ეუთოს ხუთი სამხედრო დამკვირვებელია მივლინებული.

მსგავსი/Related

Back to top button