ახალი ამბები

ბარამიძე კოდორის ხეობაში რუსული სამხედრო ვერტმფრენების შემოფრენის ფაქტს ადასტურებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დაადასტურა დღეს კოდორის ხეობაში ოთხი რუსული სამხედრო „მი-24“ ტიპის ვერტმფრენის შემოფრენის და საჰაერო  სივრცის დარღვევის ფაქტი. მინისტრი დღეს ვითარების ადგილზე გასაცნობად კოდორის ხეობაში გაემგზავრა.


“ხეობაში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება“, დასძინა გიორგი ბარამიძემ.


რუსული სამხედრო ვერტმფრენები კოდორის ხეობის თავზე დღეს დილით გამოჩნდნენ. ვერტმფრენებმა საქართველოს ტერიტორიაზე 10 წუთი დაჰყვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button