
ახალი ამბები
პუტინი მზადაა ებრძოლოს ტერორისტებს “საზღვარგარეთ“
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს პრევენციული ზომები განახორციელოს, “რათა გაანადგუროს კრიმინალების თავშესაფარი, თუ საჭირო გახდა, საზღვარგარეთაც“.
რუსეთის პრეზიდენტი ამ სიტყვით მთავრობის სხდომაზე გამოვიდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მმართველებიც ესწრებოდნენ. მან ისაუბრა ცენტრალური მთავრობის გეგმებზე გააძლიეროს კონტროლი ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ 8 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის არმია მზად არის მსოფლიო მასშტაბით ტერორისტების ბაზებზე იერიშის მისატანად.