ახალი ამბები

ნავთობის ჭაბურღილზე მომხდარი ავარია ლიკვიდირებულია

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდას მახლობლად ნავთობის ჭაბურღილზე მომხდარი ავარია უკვე ლიკვიდირებულია.


ავარია ქართულ-ბრიტანულ კომპანია “ნინოწმინდას“ მეასე ჭაბურღილზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მოულოდნელად მოხდა, რის შედეგადაც 900 კუბური მეტრი ნავთობნარევი აირი ჰაერში ამოიფრქვა.


“ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გაფრქვეული აირის რაოდენობა არ არის სახიფათო მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. აღებულია ნიადაგისა და სასმელი წყლის სინჯები“, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობის დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნება .


ავარია ჭაბურღილზე 11 სექტემბერს დაიწყო, ხოლო მისი ლიკვიდირება მხოლოდ 13 სექტემბრისათვის მოხერხდა.

მსგავსი/Related

Back to top button