ახალი ამბები

აშშ საზღვრის კონტროლის სისტემას გადასცემს საქართველოს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 13 სექტემბერს ხელი მოაწერეს განზრახულობათა მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრების განმტკიცებას “პიროვნების იდენტიფიკაციის, უსაფრთხო შედარებისა და შეფასების სისტემის” (PISCES) დანერგვით საქართველოს სასაზღვრო პუნქტებზე.


PISCES არის კომპიუტერული ქსელი, რომელიც საქართველოს სასაზღვრო პუნქტებს დააკავშირებს თბილისის ცენტრალურ ოფისთან.


აშშ საქართველოს გადასცემს უმაღლესი დონის ტექნიკას და უზრუნველყოფს სისტემის მომსახურებისათვის აუცილებელ ტრენინგებს.

მსგავსი/Related

Back to top button