ახალი ამბები

ეუთო საქართველოს პენიტენციალურ სისტემას უსაფრთხოების საკითხებში ეხმარება

ეუთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის უსაფრთხოების დაცვაში დახმარებას აღმოუჩენს. საქართველოში ეუთოს მისიის განცხადებით, 13 სექტემბერს ციხის უფროსებისთვის თბილისში ერთკვირიანი სასწავლო პროგრამა იწყება.


საერთაშორისო ექსტერტების ხელმძღვანელობით გამართულ ტრეინინგს 18 მაღალი რანგის წარმომადგენელი დაესწრება. მთავარი ყურადღება უსაფრთხოების სტრატეგიასა და დაკავებულთა მიმართ მოპყრობის საერთაშორისო სტანდარტებსა და აღიარებულ პრაქტიკის ნორმებს მიექცევა.


“მივესალმები იუსტიციის სამინისტროს მზადყოფნას ითანამშრომლოს ჩვენთან პენიტენციალური სისტემის რეფორმირების ამ მნიშვნელოვან ასპექტში“, განაცხადა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა. 

მსგავსი/Related

Back to top button