ახალი ამბები

სააკაშვილი: აფხაზეთში უკანონოდ შეძენილი ქონება არავის შერჩება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ ქონება, რომელსაც აფხაზეთში შეისყიდის თანამდებობის პირი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე და იგი არ იქნება საქართველოს კანონების შესაბამისად დარეგისტრირებული “არავის შერჩება”.


“ამას ნებისმიერი თანამდებობის პირის გასაგონად ვამბობ, ლუჟკოვი იქნება ეს თუ სხვა, რომ მიტაცებული და მოპარული ქონება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მისი თქმით, საცხოვრებელი კომპლექსები და უზარმაზარი ტერიტორიები, რომელსაც თავის საკუთრებად თვლიდა ბათუმში მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი, მას აღარ ეკუთვნის, ვინაიდან თბილისში არ იყო ეს ქონება დარეგისტრირებული.


გავრცელებული ცნობით, მოსკოვის მერმა ლუჟკოვმა შეიძინა ტურისტული ინფრასტრუქტურის ცალკეული ობიექტები თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც.

მსგავსი/Related

Back to top button