ახალი ამბები

ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო

ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში დაეცა და 10 სექტემბრისათვის 1.81 ლარი შეადგინა, მას შემდეგ რაც ივლისიდან მისი გამყარება მიდიოდა.


9 სექტემბერს ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 1.705 ლარი შეადგინა – ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლარის ყველაზე მაღალი განაკვეთია.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ “ლარის კურსი უახლოეს დღეებში დაცემას დაიწყებს“.


“თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ვარდნა სერიოზული იქნება“, დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button