ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთში გაემგზავრა

დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.


დღესვე სალომე ზურაბიშვილი შეხვედება ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სოლომონ პასის, რომელიც ამავდროულად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა, ასევე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს ლუბენ კორნეზოვს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს საქსონ ბურგოტსკის.


მოლაპარაკებათა ძირითადი თემები იქნება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება, თანამშრომლობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, საქმიანობის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთო-ს ფარგლებში.


 

მსგავსი/Related

Back to top button