skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: “ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაიწევს”

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის თითქმის 20 პუნქტით გამყარებას სპეციალური მოსმენა მიეძღვნა, სადაც დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან ამ პროცესის გამომწვევი მიზეზების შესახებ იღებდნენ ინფორმაციას.


შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.


მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ლარის კურსის მნიშვნელოვანი გამყარება ქვეყანაში არსებულმა მზარდმა საბიუჯეტო შემოსავლებმა, კონტრაბანდის ლეგალიზაციამ და ეკონომიკური ზრდისათვის დამახასიათებელმა სხვა ფაქტორებმა გამოიწვია.


“უახლოეს მომავლაში მოხდება ლარის კურსის დაწევა და ჩამოყალიბდება ახალი წონასწორობის ნიშნული, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლარის კურსი სერიოზულ ვარდნას არ განიცდის”, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ და დასძინა, “იძულებული ვარ, რომ შექმნილი აჟიოტაჟის გამო გავაკეთო აღნიშნული პროგნოზი”.


ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარება აგვისტოს თვეში დაიწყო და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინტესიური ხასიათი მიიღო. 2.2 ნიშნულიდან ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 1.7 ნიშნულამდე გამყარდა.

Back to top button