
ახალი ამბები
საქართველოში რუსი სამშვიდობოების ახალი მეთაური ჩამოვიდა
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ახალი მეთაური მურატ კულახმეტოვი საქართველოში 8 სექტემბერს ჩამოვიდა. მან ამ თანამდებობაზე სვიატოსლავ ნაბზდოროვი შეცვალა.
იმავე დღეს მან შეხვედრა გამართა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გელა ბეჟუაშვილთან და მოგვიანებით ცხინვალის რეგიონში გაემგზავრა.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე მურატ კულახმეტოვს ჩრდილოეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის არმიის მე-19 დივიზიის მეთაურის პოსტი ეკავა.