ახალი ამბები

ქართველი ჟურნალისტები გაანთავისუფლეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე 8 სექტემბერს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ ოთხი დღე ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში პატიმრობაში გაატარეს.


“ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე უკვე გაანთავისუფლეს. ისინი სახლისკენ მოემგზავრებიან“, განაცხადა საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რუსეთში თემურ გამცემლიძემ “რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას 8 სექტემბერს.
 
“რუსთავი2”-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე 4 სექტემბერს დააკავეს ბესლანში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მოტივით და ამავე ბრალდებით წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს.


თუმცა, “რუსთავი 2“-ის განცხადებით, ჟურნალისტები ყაზბეგის რაიონში იყვნენ ჩაწერილები, ხოლო რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, მათ ვიზის გარეშე შეეძლოთ ჩრდილოეთ ოსეთში შესვლა.  



 

მსგავსი/Related

Back to top button