
ახალი ამბები
რუსეთის ელჩი იმედოვნებს, რომ ქართველ ჟურნალისტებს დღეს გაათავისუფლებენ
რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთში დაკავებულ ქართველ ჟურნალისტებს დღეს გაათავისუფლებენ.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მათ [ნანა ლეჟავას და ლევან თეთვაძეს] დღეს გაათავისუფლებენ“, განუცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს 8 სექტემბერს.
“რუსთავი2”-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე 4 სექტემბერს დააკავეს ბესლანში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მოტივით და ამავე ბრალდებით წინასწარი პატიმრობაც მიუსაჯეს.