
ახალი ამბები
საქართველო ერაყში სამხედრო კონტინგენტს აორმაგებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 7 სექტემბერს ერაყიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო ერაყში თავის სამხედრო კონტინგენტს 159 კაციდან 300-მდე გაზრდის.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, მან ეს საკითხი 5-7 სექტემბერს ერაყში ვიზიტის დროს აშშ-ის სამხედრო პირებთან განიხილა.
მან მოინახულა საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონის 159 ჯარისკაცი და ოფიცერი, რომელთაც აპრილში საქართველოს 70-კაციანი შენაერთი ჩაანაცვლეს.
საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონმა აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში გაიარეს მომზადება.
ამჟამად, საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონის 50 ჯარისკაცი და ოფიცერი გერმანიაში გადის წვრთნას, რის შემდეგაც ისინი ავღანეთში გაემგზავრებიან.