
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში ქართველი მოქალაქე გაიტაცეს
არსებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალგორის რაიონის მაცხოვრებელი, ეთნიკური ქართველი რობინზონ თინიკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 6 სექტემბერს კონფლიქტის ზონიდან გაიტაცეს.
ქართული მედიის ცნობით, რობინზონ თინიკაშვილის მამა მსუბუქად დაიჭრა. სამხრეთ ოსურ მხარეს ინციდენტის თაობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.