skip to content
ახალი ამბები

რუსეთისგენერალური შტაბის მეთაური: რუსეთი მსოფლიო მასშტაბით მიაყენებს დარტყმებს ტერორისტულ ბაზებს

რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა იური ბალუევსკიმ განაცხადა, რომ  რუსეთის არმია მზად არის ტერორისტული ბაზები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაანადგუროს.


“რაც შეეხება პრევენციულ დარტყმებს ტერორისტულ ბაზებზე, ჩვენ ყველანაირ ზომებს მივიღებთ ტერორისტების ბაზების გასანადგურებლად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბირთვულ იარაღს გამოყენებთ“, განუცხადა ბალუევსკიმ ჟურნალისტებს მოსკოვში.


მან დასძინა, რომ იარაღის შერჩევა დამოკიდებული იქნება კონკრეტულ სიტუაციაზე ამა თუ იმ რეგიონში.


2002 წლის სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა უბრძანა რუსეთის გენერალურ შტაბს პანკისის ხეობაში ჩეჩნების სავარაუდო ბანაკებზე თავდასხმის შესაძლებლობა გამოეკვლიათ.

Back to top button