
ახალი ამბები
სოხუმს ბესლანის მსხვერპლთა დახმარება სურს
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ხაჯიმბამ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას ბესლანის მსხვერპლთა დახმარება და მათი აფხაზეთის კურორტებზე დასვენება შესთავაზა.
“მე უკვე გავეცი ბრძანება ყველა საჭირო ღონისძიება იქნას გატარებული, რათა ვუმასპინძლოთ ბესლანის ტერორისტული აქტის მსხვერპლთ გაგრასა და ბიჭვინთაში“, განუცხადა ხაჯიმბამ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსს“.
“ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებასთან ამ შეთავაზების თაობაზე“, დასძინა მან.