ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქე ბესლანში მომხდარი ინციდენტის შედეგად ცოცხალი გადარჩა

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ილონა სავიცკაია და მისი შვიდი წლის ვაჟი ალან ჩანდიშვილი, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის სკოლაში აყვანილ მძევალთა შორის იყვნენ, ცოცხლები გადარჩნენ.    


ინციდენტის ადგილიდან პირდაპირ ეთერში საუბრისას “რუსთავი 2“-ის კორესპონდენტმა ნანა ლეჟავამ განაცხადა, რომ იგი ესაუბრა სავიცკაიას მას შემდეგ, რაც მან და მისმა ვაჟმა სკოლიდან გამოსვლა შეძლეს.


სავიცკაია და მისი მეუღლე, ოსი ეროვნების ბონდო ჩანდიშვილი, ექვსი წლის წინ გადასახლდნენ საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში. ოჯახმა ზაფხული თბილისში გაატარა და სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბესლანში დაბრუნდა.  

მსგავსი/Related

Back to top button