skip to content
ახალი ამბები

რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა სექტემბერში აღდგება

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ რუსეთის რკინიგზის ჩრდილოეთ კავკასიის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 10 სექტემბერს აღდგება.


ამავე უწყების ცნობით, სოხუმში უკვე იყიდება ბილეთები.


საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადის, თუმცა სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის დეზინტეგრაციის შემდეგ შეჩერდა.


ქართული მხარე თანახმაა განაახლოს რკინიგზის მუშაობა, იმ პირობით, თუ  ქართველი დევნილები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაბრუნდებიან.   


 


 

Back to top button