
ახალი ამბები
აჭარში პოლიციასთან მორიგი შეტაკების შედეგად 13 მოვაჭრე დაშავდა
არსებული ინფორმაციით, 13 ადამიანი დაშავდა და რამოდენიმე დაპატიმრებულ იქნა მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს გამთენიისას, აჭარის 500-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი ბათუმის ბაზარში შეიჭრა და მოვაჭრეები შენობიდან გაყარა. მოვაჭრეები შენობის დაცლას და ქალაქის გარეუბანში გადასვლას აპროტესტებდნენ.
ეს პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლის უკვე მეორე მცდელობა იყო. გუშინ სპეცდანიშნულების რაზმმა ვერ შეძლო ბაზრის შენობა მოვაჭრეებისგან დაეცალა. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოვაჭრეებთან შეტაკების შედეგად 9 პოლიციელი დაიჭრა.
დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურები “ძალის გადამეტებულ გამოყენებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბათუმის პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე სასტიკად სცემა.