ახალი ამბები

ბათუმის ბაზრის შენობაში მომხდარი შეტაკების შედეგად 9 პოლიციელი დაშავდა

ბათუმის ცენტრში მდებარე ბაზრის შენობაში დღეს დილით აჭარის სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების შესრულებას და მოვაჭრეებისგან ბაზრის შენობის დაცლას მოითხოვდნენ. მოვაჭრეები ბაზრის გარეუბანში გადატანას აპროტესტებენ.


აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის დავით ღლონტის განცხადებით, მოვაჭრეებთან შეტაკების შედეგად 9 პოლიციელი დაიჭრა. საპროტესტო აქცის მონაწილენი კვლავ ბაზრის შენობაში რჩებიან, რადგანაც პოლიციამ ვერ შეძლო მათი შენობიდან გაყვანა.


არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე დაიჭრა; თუმცა, ზუსტი მონაცემები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.


“პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა“, განუცხადა დავით ღლონტმა ჟურნალისტებს 1 სექტემბერს.


ამავდროულად, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურები “ძალის გადამეტებულ გამოყენებაში“ დაადანაშაულა და ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.


 

Back to top button