
ახლადდანიშნული ელჩებისათვის სემინარი ტარდება
1-2 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება სემინარი საქართველოს ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებისათვის.
საქართველოს უცხოეთის ქვეყნებში წარმოადგენენ: კონსტანტინე ჟღენტი — ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში; თეიმურაზ შარაშენიძე – ბულგარეთის რესპუბლიკაში; გრიგოლ მგალობლიშვილი – თურქეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე მიქაძე – იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებში; ლევან ასათიანი – ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; ლაშა ჟვანია – ისრაელში; დავით აფციაური – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში; ზაზა კანდელაკი – პოლონეთის რესპუბლიკაში; ზურაბ ბერიძე – რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკებში; ვალერი ჩეჩელაშვილი – რუსეთის ფედერაციაში; ნათია ჯაფარიძე -საფრანგეთის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში; ზაურ გამსახურდია – სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში; დავით ზალკალიანი – უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და მთავრობის სხვა წევრები სემინარის მონაწილეებს გააცნობენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საინფორმაციო და კულტურულ სფეროებში.