ახალი ამბები

ედუარდ კოკოითი ჩრდილოეთ ოსეთს სტუმრობს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთში გაემგზავრა, სადაც დღეს დილით ტერორისტებმა ქალაქ ბესლანში მდებარე სკოლაში 120 მძევალი აიყვანეს, რომელთა შორის უმეტესობა მოსწავლეებია.


“იგი [ედუარდ კოკოითი] გაემგზავრა [ჩრდილოეთ ოსეთში], რათა ამ მძიმე ვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვას ჩრდილოეთ ოსეთის ხალხს“, განუცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ირინა გაგლოევამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც სკოლის შენობის აფეთქებით იმუქრება, იმ პირთა გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებიც ინგუშეთში სამართალდამცავებმა ივნისში მომხდარი დარბევის დროს დააკავეს.   



 

Back to top button