ახალი ამბები

რუსი დეპუტატი ცხინვალში იმყოფება

რუსეთის სათათბიროს ფრაქცია “როდინას“ ლიდერი, დეპუტატი  დიმიტრი როგოზინი დღეს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.


“სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან; ამგვარად, რუსეთის სათათბირო ვერ დარჩება გულგრილი რეგიონში არსებული სიტუაციის მიმართ“, აცხადებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი როგოზინის სიტყვებზე დაყრდნობით.


რუსმა დეპუტატმა, რომელიც კრემლთანახლო ურთიერთობით გამოირჩევა, ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოხდეს.


“და კონფლიქტის მოგვარების პროცესში ოსი ხალხის გაერთიანება უნდა გახდეს პრიორიტეტული“, დასძინა როგოზინმა, გულისხმობდა რა ცხინვალის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის შემადგენელ სუბიექტთან – ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button