ახალი ამბები

კიწმარიშვილი სამრეწველო პალატის პრეზიდენტობიდან გადადგა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის დამფუძნებელია, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.


თუმცა კიწმარიშვილის გადადგომის მიზეზები არ ხმაურდება. მისი თანამდებობის დატოვების ფაქტი დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამაც დაადასტურა.
 
“ახალი პრეზიდენტის ვინაობას თავად პალატის წევრები გადაწყვეტენ“, განაცხადა დღეს ზურაბ ჟვანიამ.
 
ეროსი კიწმარიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაინიშნა.

მსგავსი/Related

Back to top button