ახალი ამბები

ოსურმა მხარემ ქართველი მძევალი გაათავისუფლა

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, სოფელ ერედვის მაცხოვრებელი, ეროვნებით ქართველი იოსებ მაისურაძე გაათავისუფლა.


იოსებ მაისურაძე, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 30 აგვისტოს დააკავეს, სასტიკადაა ნაცემი.


დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მაისურაძეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო საქმიანობაში ედება ბრალი.


დღეს დილით ერედვის მოსახლეობამ, მაისურაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ცხინვალიდან მომავალი ავტობუსი დააკავა, რომელსაც ოსი მგზავრები გადაჰყავდა. მოგვიანებით, მათ დაკავებული ქალები და ბავშვები გაათავისუფლეს, ხოლო მამაკაცები დაიტოვეს, რომლებიც მხოლოდ მაისურაძის გათავისუფლების შემდეგ გაუშვეს.


ამჟამად, იოსებ მაისურაძე გორის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.


 

მსგავსი/Related

Back to top button