ახალი ამბები

თამაზ ნადარეიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ნადარეიშვილი 50 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.


თამაზ ნადარეიშვილი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აფხაზეთის უზენაეს საბჭოს, რომელიც დაკომპლექტებული იყო იმ დევნილი ქართველებისგან, რომელთაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკა 1993 წელს დატოვეს. იგი ასევე იყო 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.


იგი აფხაზეთთან მიმართებაში ყოველთვის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა და აცხადებდა, რომ თბილისის დიპლომატიური ძალისხმევა აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში ძალის გამოყენების გარეშე უშედეგო იქნებოდა.


2004 წლის იანვარში ნადარეიშვილი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, მას შემდეგ, რაც მან აფხაზეთის უზენაეს საბჭოში ნდობის მანდატი დაკარგა.  

მსგავსი/Related

Back to top button