ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრას აპროტესტებს

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ რაულ ხაჯიმბას 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრას აპროტესტებს. ბურჯანაძის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე პუტინმა მხარდაჭერა აღუთქვა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატს რაულ ხაჯიმბას.
 
“რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა დე ფაქტო პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატთან კიდევ უფრო საინტერესო ხდება თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაშინ, როცა არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ აღიარებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მასში  მოსახლეობის 2/3 არ მონაწილეობს”, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნინო ბურჯანიძემ.
 
მისი თქმით, საინტერესოა ოფიციალური მოსკოვის განმარტება ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რადგან მსგავსი შეხვედრა უკანონო არჩევნების მხარდაჭერის ტოლფასია. 
 
“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა აღიარა აფხაზეთის არალეგიტიმური არჩევნები, იგი ერთადერთი იქნება ცივილიზებულ ქვეყანათა შორის, რომელიც ამას გააკეთებს“, დასძინა ნინო ბურჯანაძემ.
 
ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას 29 აგვისტოს სოჭში შეხვდა. ოფიციალური ვერსიით, მხარეებმა ხანმოკლე შეხვედრაზე აფხაზეთში მცხოვრები ომის ვეტერანებისთვის სოციალური დახმარების საკითხები განიხილეს.
 

მსგავსი/Related

Back to top button