ახალი ამბები

პუტინი ხაჯიმბას სოჭში შეხვდა

სოჭში 29 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
 
რუსეთის პრეზიდნეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ალექსეი გრომოვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და რაულ ხაჯიმბას ხანმოკლე შეხვედრაზე განხილული იყო აფხაზეთში მცხოვრები ომის ვეტერანებისთვის სოციალური დახმარების გაწევის საკითხი.
 
სოჭში ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთიდან ჩასულ ომის ვეტერანებთანაც გამართა შეხვედრა. 
 

მსგავსი/Related

Back to top button