ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს “ანტიქართულ რიტორიკაში“ ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს “ანტიქართული რიტორიკის“ გამო. 
 
“კიდევ ერთხელ სინანულით ავღნიშნავთ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლებმა მართლაც დაკარგეს ზომიერების გრძნობა და აკეთებენ აბსოლიტურად უპასიხისმგებლო და უსაფუძვლო განცხადებებს, სადაც გამოთქმულია დაუფარავი უპატივცემულობა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ“, ნათქვამია 27 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ხელმძღვანელობას რუსულმა მხარემ დიდი ხნის წინ შესთავაზა კონსტრუქციული წინადადებები, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობების გაჯანსაღებისკენ არის მიმართული.
 
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციიდან არ მიუღია არანაირი “კონსტრუქციული წინადადება”, ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button