ახალი ამბები

სააკაშვილი ათენში გაემგზავრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი არაოფიციალური ვიზიტით ათენში გაემგზავრა, სადაც 30 აგვისტომდე დარჩება.


იგი, ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავნების ასპარეზობას დაესწრება.


26 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ოლიმპიელების ათენში ასპარეზობას წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე „ქართველები ბრინჯაოს აღარ კადრულობენ.“


დღემდე საქართველოს ანგარიშზე სულ ოთხი ოლიმპიური მედალია – ორი ოქროსი (ძიუდო და ძალოსნობა) და ორიც ვერცხლის (ძიუდო და კლასიკური სტილით ჭიდოაბა).

მსგავსი/Related

Back to top button