ახალი ამბები

საბრძოლო მასალების მითვისების ბრალდებით სამი ეჭვმიტანილი დააკავეს

სამართალდამცავებმა დააკავეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ოსიაურის სამხედრო ნაწილიდან საბრძოლო მასალების მითვისებაში.


როგორც ცნობილია, ცხინვალის რეგიონიდან 19 აგვისტოს, ქართული საჯარისო შენაერთების გამოყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოსიაურის სამხედრო ნაწილის საწყობში, ხელყუმბარების მაგივრად რიყის ქვები, ხოლო ვაზნების ნაცვლად კი ცილა იყო შენახული ყუთებში.


26 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავეების დასჯა და მათ „მოღალატეები“ უწოდა.


იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია სამი პიროვნება: თავდაცვის სამინისტროს ოსიაურის სამხედრო ნაწილის საწყობის გამგე ამირან თედეშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცეცხლის მართვის ცენტრის საწყობის უფროსი მაიორი ლევან მაღალთაძე და ამავე უწყების ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ნიკოლაძე. მათ ბრალი თანამდებოების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქოენბის მიტაცებაში ედებათ.
 
ამირან თედეშვილი ეჭვმიტანილია რამდენიმი დღის წინად საბრძოლო იარაღის, დაახლოებით 60 ხელყუმბარის მითვისებაში, ელგუჯა ნიკოლაძე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სანგრების გასამაგრებელი ხეტყის მასალის არამიზნობრივად განმოყენებაში, ხოლო ლევან მაღალთაძეს სამხედროებისთვის განკუთვნილი საწვავის მითვისებაში.

მსგავსი/Related

Back to top button