ახალი ამბები

ხელისუფლებამ საგადასახადო კოდექსის პროექტზე მუშაობა დაასრულა

26 აგვისტოს ბათუმში ჩატარებულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე დასრულდა ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობა, რომელიც პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.


როგორც მოსალოდნელი იყო, კოდექსის პროექტის თანახმად არსებული 22 გადასახადიდან დარჩება მხოლოდ 9. ამას გარდა დაიწევს ზოგიერთი გადასახადის განაკვეთიც.


ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის თანახმად, რომელსაც მინისტრები ბიზნესის ხელშემწყობ დოკუმენტატ მიიჩნევენ, დარჩება მხოლოდ შემდეგი გადასახადები: საშემოსავლო, სოციალური, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, ქონების, გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის, მიწის გადასახადი და გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის.


გადასახადების მექანიკურ შემცირებასთან ერთად გათვალისწინებულია დარჩენილი გადასახადების განაკვეთების შემცირებაც. კერძოდ, დღეს მოქმედი 33%-იანი სოციალური გადასახადი 20%-მდე შემცირდება, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 12%-მდე დაიკლებს, ასევე დაგეგმილია დღგ-ს 20%-დან 18%-მდე შემცირება.


პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტს მოუწოდა რაც შეიძლება მალე განიხილოს ახალი საგადასახადო კოდექსი და ამა წლის ოქტომბრისთვის დაამტკიცოს.


მოსალოდნელია, რომ დოკუმენტი ძალაში 2005 წლის იანვრიდან შევა. „ჩვენ ამ საგადასახადო კოდექსით იანვრიდან ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ“ – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button