ახალი ამბები

საქართველო გონიოში რუსეთის საწვრთნელი ბაზის დახურვას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 აგვისტოს რუსეთისგან გონიოში განლაგებული სამხედრო საწვრთნელი ბაზის დახურვა მოსთხოვა.


„რუსმა სამხედროებმა ეს საწვრთნელი ბაზა უნდა დატოვონ, თუ არა და შემდეგი გაზაფხულისთვის ჩვენ დავატოვებინებთ მას“ – განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


გონიოში მდებარე საწვრთნელ ბაზას ბათუმში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზა იყენებს.

მსგავსი/Related

Back to top button