ახალი ამბები

სააკაშვილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა დონეზე მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ყველა დონეზე უნდა მოხდეს კორუფციის აღმოფხვრა და ამაზე უნდა მუშაობდეს სახელმწიფოს ყველა მოხელე. მისი თქმით კორუპციამ ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან ქვედა დონეზე გადაინაცვლა.
 
 „კორუფცია განსაკუთრებით ქვედა დონეზე უნდა აღმოიფხვრას. ამ მხრივ მუშაობა უკვე დაწყებულია და გამოვლინდა პირველი „მსხვერპლი“, [ახლად შექმნილი] საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც მოქალაქეებისგან ქრთამი აიღეს. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს“ – განაცხადა დღეს ბათუმში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, ყველა პირი ვინც ქრთამს აიღებს სათანადოდ დაისჯება.

მსგავსი/Related

Back to top button